← მთავარი
სპორტი

გიგა თუთისანი "ვალანსში" ორი წლით

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
გიგა თუთისანი

ქუთაისის “აიას” აღზრდილმა, შერკინების ბურჯმა 22 წლის გიგა თუთისანმა “ვალანსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუთისანი ბოლო სამი წლის განმავლობაში “კლერმონში” თამაშობდა, ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში. გასულ სეზონში გიგამ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა (ოთხი ტოპ 14-ში, ორი ჩემპიონთა თასზე) და “ტულუზის” წინააღმდეგ მატჩში ლელო გაიტანა.

“ვალანსი” საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდია, რომელმაც 84 ქულით რეგულარულ გათამაშებაში მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გააღწია. იქ კი, პირველივე მატჩში “ოიონაქსთან” დამარცხდა.

“ვალანსის” ღირსებას საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი იცავს.

← მთავარი