← მთავარი
საზოგადოება

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა — მკვლელი დღემდე პასუხს არ აგებს

20 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა — მკვლელი დღემდე პასუხს არ აგებს

დღეს, 20 მაისს, ათი წელი სრულდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან — ეს ოკუპაციის პირობებში ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სიმბოლოდ დარჩება.

2016 წლის ამ დღეს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, 30 წლის გიგა ოთხოზორიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებს” შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოკუპანტებმა ოთხოზორია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც გაედევნენ და რამდენჯერ ესროლეს. ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლის საკონტროლო გასროლამ ოთხოზორია ადგილზე იმსხვერპლა.

საქმე საერთაშორისო დონეზეც განიხილეს — სასამართლომ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა. სახელმწიფო პროკურატურამ კანჯი-ოღლი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლა. თუმცა 10 წლის შემდეგაც — ის თავისუფალია, საქართველოს ხელში ჩასაგდებად კი პრაქტიკული ბერკეტი არ არსებობს.

← მთავარი