← მთავარი
სპორტი

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გია ხარაიშვილს

ფრანგული ტოპ 14-ის ‘რასინგ 92’-ის ქართველი ბურჯი გია ხარაიშვილი, ლეგენდარული სარაგბო კლუბის, ‘ბარბაროსების’ შემადგენლობაში ითამაშებს.

1890 წელს დაარსებულმა წვეულმა გუნდმა, 27 წლის ბორჯღალოსანს 27 ივნისს “ალიანს სთედიუმზე” უელსთან გასამართი შეხვედრისთვის უხმო. აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილი ბრიტანული კლუბის შემადგენლობაში აქამდეც იყო გამოძახებული, თუმცა 2021 წლის ნოემბერში სამოასთან გასამართი შეხვედრა, ბოლო მომენტში მოთამაშეებში კოვიდ-ვირუსის დაფიქსირების გამო გადაიდო.

‘ბარბაროსების’ ღირსება აქამდე 10 ქართველს დაუცვია. ესენი არიან დავით ქუბრიაშვილი, გოდერძი შველიძე, დავით კაჭარავა, მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, დავით ზირაქაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი.

ხარაიშვილს ბორჯღალოსნებში დებიუტი 2021 წელს პორტუგალიასთან ჰქონდა. მის ანგარიშზე 6 კეპია. მანამდე ის საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებშიც თამაშობდა.

20 ივნისს ‘ბარბაროსები’ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას შეერკინა და 31:80 დამარცხდა.

Rugby.geთეგები:გია ხარაიშვილი(1) / (0)

← მთავარი