← მთავარი
სპორტი

შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში გერმანიამ კოტ-დ’ივუარი 2:1 დაამარცხა.

კოტ-დ’ივუარი კესიემ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მაჯმა ბენიტესმა გერმანელების ორი გოლი არ ჩათვალა - პავლოვიჩი მეკარე ფოფანას, მუსიალა კი კოსუნუს ეუხეშა. შესვენების შემდეგ ნაგელსმანის გუნდი უპირატესობას დაეუფლა, შეტევებზე გადავიდა და შეცვლაზე შესულმა უნდავმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში მან გამარჯვების გოლი გაიტანა. 

გერმანიამ 6 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში გავიდა.

ამავე ჯგუფში დღეს ეკვადორი კურასაოს შეხვდება.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ეკვადორი გერმანიას, კურასაო კი კოტ-დ’ივუარს დაუპირისპირდება. 

ტორონტო. „ბიმო ფილდი“ გერმანია - კოტ-დ’ივუარი 2:1 გოლები: 0:1 კესიე (30), 1:1 უნდავი (68), 2:1 უნდავი (90+4)

← მთავარი