← მთავარი
მსოფლიო

გერმანიის რკინიგზა პარალიზებული იყო კავშირის ციფრული სისტემის შეფერხების გამო

24 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
გერმანიის რკინიგზა პარალიზებული იყო კავშირის ციფრული სისტემის შეფერხების გამო

გერმანიაში 23 ივნისს საღამოს მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა რადიოკავშირის ციფრულ სისტემაში (GSM-R) მასშტაბური ხარვეზის გამო. ეს სისტემა უზრუნველყოფს კავშირს და ინფორმაციის გაცვლას მემანქანეებს, დისპეტჩერებსა და სარკინიგზო მიმოსვლის მართვის ცენტრებს შორის.გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ს რადიოკავშირის ციფრული სისტემის მუშაობის შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით არ დაუსახელებია.ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლა 24 ივნისს გამთენიისას აღდგა, თუმცა კონცერნმა განაცხადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოსალოდნელია მატარებლების დაგვიანება და ხანმოკლე შეჩერებები.

ასევე ნახეთ

საფრანგეთში საბოტაჟად აფასებენ რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტს

გერმანიის რკინიგზის რადიოკავშირის ციფრული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა 2022 წლის ოქტომბერშიც, თუმცა მაშინ შეფერხება მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთს შეეხო. გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიზეზი იყო საკაბელო დანადგარების განზრახ დაზიანება.2025 წელს გერმანიის რკინიგზის მუშაობა რამდენჯერმე შეაფერხა ელექტროკაბელებზე განზრახ გაჩენილმა ხანძრებმა. გამოცემა Bild-ი გერმანელ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერდა, რომ საბოტაჟისა და დივერსიების უკან დგანან ულტრამემარჯვენე და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი ჯგუფები.

← მთავარი