← მთავარი
საზოგადოება

გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი ტბაში დაიხრჩო

28 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი ტბაში დაიხრჩო

გერმანიაში ტრაგიკულად დაიღუპა 23 წლის ბესო მამულაშვილი. ახალგაზრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმიდან იყო. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. თანასოფლელების თქმით, ტრაგედია გუშინ, 26 ივნისს მოხდა — ახალგაზრდა ტბაში საბანაოდ შევიდა და დაახრჩო. ახლობლების თქმით, ორი კვირის წინ, ბესო ძმასთან ერთად საქართველოში, მშობლიურ სოფელში იყო ჩამოსული. ახლობლებს უზიარებდა სამომავლო გეგმებს, რომ მალე სამუდამოდ დაბრუნდებოდა და სახლის შეძენას აპირებდა,  ახალგაზრდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები გლოვობენ: „ბესო, როგორ არ მინდა დავიჯერო და როგორ მინდა, ეს ყველაფერი სიზმარი იყოს. როგორ და სად მოგილოცო შეუსრულებელი 24 წელი“, — წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი. ამ დროისთვის ოჯახი დაღუპული ახალგაზრდის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებს აგვარებს.

← მთავარი