← მთავარი
სპორტი

20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში

16 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში

20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში15:24/15-06-2026+-მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღით ადრე, უმცროსი ბორჯღალოსნები რუსთავის რაგბის სტადიონზე ბოლოსწინა გასახურებელ-სასელექციო თამაშს გამართავენ.   16 ივნისს, 18 საათზე, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები აშშ-ს შეერკინებიან, რის შემდეგაც სატურნირო, 30-კაციანი შემადგენლობა დასახელდება.   შეთანხმების თანახმად, რუსთავში გუნდები არასტანდარტული, 29-კაციანი შემადგენლობით წარსდგებიან. ეს მწვრთნელებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქმეში კიდევ ერთხელ ნახონ კანდიდატები და ამის შემდეგ შეარჩიონ სატურნირო რაზმი.   შეკრებაზე ამჟამად მყოფი მორაგბეებიდან, აშშ-ს წინააღმდეგ ექვსი მორკინალი არ ითამაშებს: გიორგი ტურაშვილი, ანრი შველიძე, ლევან ეზიეშვილი, ნიკოლოზ კუმარიტოვი, გიორგი მეფარიშვილი და მიხეილ შიოშვილი.   სამხრეთ აფრიკის ტურნეს შემდეგ, გუნდს დაემატნენ და აშშ-ს წინააღმდეგ წარსდგებიან ნიკოლოზ ბალანჩივაძე, საბა ნოზაძე, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, გიორგი ხონელიძე, გიგი სირბილაძე და დავით ბარბაქაძე.   ამ თამაშის შემდეგ უმცროს ბორჯღალოსნებს კიდევ ერთი გასახურებელი შეხვედრა ელით. 22 ივნისს ასევე რუსთავის რაგბის სტადიონზე, 14 საათზე, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები ძალებს “ჯუნიორ ოლ ბლექსის” წინააღმდეგ მოსინჯავენ.   შეგახსენებთ, 2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი და ქუთაისი მასპინძლობს. ჯამში 40 თამაში ორივე ქალაქზე თანაბრადაა გადანაწილებული. მსოფლიოს საუკეთესო 20-წლამდელთა 16 გუნდი, ჩემპიონის ტიტულისთვის 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იბრძოლებს.   20-წლამდელთა გასახურებელი საერთაშორისო შეხვედრა რუსთავი. 16 ივნისი. 18:00 საათი საქართველო - აშშ საქართველო ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. გიგი სირბილაძე, 9. დაჩი წიკლაური; შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. თორნიკე ტორაძე, 6. გიორგი ზაზაძე, 7. გიორგი არძენაძე, 8. ირაკლი ყოლბაია. მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. დავით ბარამია, 20. ლუკა ნარსია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. ლეონიდე სალდაძე, 23. ნიკოლოზ ხალვაში; 24. არჩილ ნოზაძე, 25. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 26. გიორგი ხონელიძე, 27. მათე მახარაძე, 28. დავით ბარბაქაძე, 29. ავთანდილ ზვიადაძე. მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე მენეჯერი: ლაშა ლომიძე ვიდეო ანალიზი: ნიკო გიგინეიშვილი ექიმი: გოგა მირველაშვილი ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი   Rugby.geთეგები:საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებიაშშ-ს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი