ქართული ლეგიონი: რიდი, შენგელია, შერმადინი, მერკვილაძე — სეზონის დასასრული
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც კარიერას უცხოურ ლიგებში აგრძელებენ, სეზონის გადამწყვეტ ფაზაში ბრწყინავდნენ.
მარკის რიდი — „ტრაბზონსპოლის” შეუჩერებელი ლიდერი
თურქეთის სუპერლიგის რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაასრულა „ტრაბზონსპოლმა”. რიდმა ბოლო მატჩში 35 წუთი ითამაშა, 25 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა — ორივე გუნდიდან საუკეთესო. „ტრაბზონსპოლი” ცხრილში მე-6 ადგილით პლეი-ოფის მეოთხედფინალში „ბაჰჩეშეჰირს” დაუპირისპირდება.
ალექსანდრე მერკვილაძე — ბენილუქსის ლიგის ვიცე-ჩემპიონი
მერკვილაძის გუნდმა ბრიუსელი 31-ქულიანი სხვაობით (84:53) გაანადგურა და ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა და 6 მოხსნა შეასრულა.
თორნიკე შენგელია — „ბარსელონასთან” ახალი გამარჯვება
ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში შენგელიას „ბარსელონამ” „სან პაბლო ბურგოსი” 91:76-ით დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 24 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
გიორგი შერმადინი — ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში „ტენერიფეს” ოთხთა ფინალი მეოთხე ადგილით დასრულდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „მალაგასთან” 80:85-ით დამარცხებისას შერმადინმა 22 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.