← მთავარი
სპორტი

რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა

28 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები უელსთან 24:25 დამარცხდა.

სტუმრები თავიდან 12:0 დაწინაურდნენ. თუმცა, ჩვენმა გუნდმა შემდეგ უკეთ ითამაშა და პირველი ტაიმი 12:15 დათმო. ორივე ლელო შიოშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმი „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ კარგად დაიწყეს, რაზმაძემ ლელო დადო. მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ მაინც მოახერხა წინ გასვლა. 64-ე წუთზე უკვე საქართველოს ნაკრები დარჩა კაცნაკლული (ყვითელი ბარათი ტაბატაძემ მიიღო). კოლელიშვილის შეგირდებმა თავის დაცვა შეძლეს, იქით შეუტიეს, ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თან მეტოქე ორკაცნაკლული დარჩა, ბოლოს ყოლბაიას იერიში ლელოდ არ შეფასდა და წავაგეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს დისციპლინაში პრობლემა ჰქონდა - 19-ჯერ დაჯარიმდა.

ჩვენი გუნდი 2 ივლისს სამხრეთ აფრიკას, 7 ივლისს კი ურუგვაის შეხვდება.

თბილისი. “ავჭალა” საქართველო - უელსი 24:25 საქართველო ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი; შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი. მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.

← მთავარი