← მთავარი
სპორტი

7-ქალა თასის ნახევარფინალშია

29 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
7-ქალა თასის ნახევარფინალშია

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპის თასის ნახევარფინალშია. საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად, ჩვენმა გოგონებმა უნგრეთი დაამარცხეს და ხვალ მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

ჯგუფურ ეტაპზე პირველ დღეს ავსტრიასთან (31:5) და ხორვატიასთან (40:0) გამარჯვებების შემდეგ, დღის პირველ და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში უკრაინას 0:27 ჩამოვრჩით. შედეგად მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავედით და მეტოქედ უნგრეთი გვერგო.

მეტოქე გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, თუმცა მატჩის განახლებისთანავე მანონი საღარაძემ ხაზი გაჭრა და საპასუხო ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლოს კარგი გუნდური შეტევის შემდეგ ლელოში ბურთი ჩაგვიხურეს, თუმცა ის მალევე მოვიპოვეთ და ანა ხაბულიანმა ლელოთი დაგვაწინაურა.

მეორე ტაიმში მანონი საღარაძემ კიდევ ორი ლელო გაიტანა და ჩვენი უპირატესობა გაზარდა. თამაშის ბოლოს უნგრელებმა ორი ლელოთი გვიპასუხეს, თუმცა გამარჯვება საქართველოს დარჩა - 22:19.

ამრიგად, გიორგი მაისურაძის შეგირდები ხვალ თასის ნახევარფინალში იტალიას ჩვენი დროით 13:12 საათზე შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალში უკრაინა მოლდოვას ეთამაშება.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას მეორე ეტაპზე კიშინიოვში (მოლდოვა) ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ვერა კუნდუხაშვილი, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი, ლიკა ბჟალავა, ნინო მელუა, კირა დანელია. მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

Rugby.ge

← მთავარი