← მთავარი
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, 3 მილიონ 930 ათასი კაცით განისაზღვრა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. ამასთან, როგორც თოდრაძემ განაცხადა, 2014 წლის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით მონაცემი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი კაცით.

← მთავარი