[VIDEO. ამხანაგური მატჩი] საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ლატვია დაამარცხა
ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის “ტორპედოს” უახლოვდება. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ბოლო დეტალებიღაა შესათანხმებელი და თუ საქმე საბოლოოდ გარიგებით დასრულდება, 22 წლის ცენტრალური მცველი “ტორპედოს” კონფერენსლიგაზე დაეხმარება. ეს მშვენიერი ამბავი იქნება გუნდისთვისაც და თავად ფეხბურთელისთვისაც. ქუთაისელები მცველს შეიძენენ, ხოლო ლაცაბიძეს (რომლის ტრანსფერიც დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის და გასული სეზონი იჯარით დანიურ “ვეილეში” გაატარა) სათამაშო პრაქტიკა აკლია და ახლა დანაკარგის ანზღარაურების შანსი ექნება. 22 წლის ცენტრალურმა მცველმა ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიასა და ხორვატიასთან პლეი-ოფის თამაშები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. მაგრამ შემდეგ ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გაუცდა, დანიაში კი, მოგეხსენებათ, არ ათამაშებდნენ. შეგახსენებთ, რომ “ლელოსთან” ინტერვიუში ქუთაისური კლუბის გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ განაცხადა, რომ “ტორპედო” ეცდება ლეგიონერების და ქართველი მოთამაშეების დამატებას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებების მოთამაშეების… მოკლედ, დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებებს…