საქართველომ ყაზახეთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი
ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.მიღწეული პროგრესიკობახიძემ ტოყაევს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.„მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის, პოზიცია.მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას“, - განაცხადა კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ყაზახეთის პრეზიდენტის სიტყვის თარგმანიც. ტოყაევის თქმით, საქართველო „გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია“.„მსურს აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი“, - უთხრა ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.კობახიძე „მეგობრობის” ორდენით დააჯილდოვესტოყაევმა „ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად“ კობახიძეს „მეგობრობის” პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.„ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები”, - მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტს კობახიძემ.კობახიძის ვიზიტებიბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზტი ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი კობახიძეს ტაჯიკეთში ჰქონდა, ახლა კი ყახაზეთს სტუმრობს.
ასევე ნახეთ
კობახიძე ტაჯიკეთშია: მან ისტორიული უწოდა ამ ვიზიტს