← მთავარი
საზოგადოება

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა

22 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა

ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge Home/ახალი ამბები/2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა ახალი ამბები 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდაCivil.ge

Send an email

19/06/2026 - 17:30 1 minute read„საქსტატის“ მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.439 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-იანი მატებაა.„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა და 3.107 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 1.9%-ით, 7.331 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.224 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 355.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (327.5 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (269.3 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3% შეადგინა.2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 734.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ აშშ დოლარით (11.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 255.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.2%).იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.162 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (983.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (849.7 მლნ აშშ დოლარი).უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1.251 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.1% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 635.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 295.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4%).

← მთავარი