← მთავარი
სპორტი

გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა

29 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რიგაში, 10 226-იან „სიაომი არენაზე“ ამხანაგურ მატჩში ლატვიას 87:77 მოუგო.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ჩვენი გუნდის კაპიტანს შენგელიას, რომელიც გუნდს გუშინ შეუერთდა. მამუკელაშვილი კი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ნაკრებში.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, რიდი, სანაძე, ბურჯანაძე, ბითაძე. საქართველოს ნაკრებმა თამაში ცხრაქულიანი გაქცევით დაიწყო, რაზეც მასპინძლებმა თორმეტქულიანი გაქცევით უპასუხეს. თუმცა, შემდეგ უპირატესობა დავიბრუნეთ, ჩინებულად ირჯებოდა რიდი და პირველი მეოთხედი 29:17 მოვიგეთ. მეორე პერიოდის დასაწყისში ანგარიში 18 ქულამდეც გავზარდეთ, მაგრამ აქედან მოყოლებული ლატვიამ სხვაობის შემცირება დაიწყო და პირველი ტაიმი 39:47 დასრულდა. 

დიდი შესვენების შემდეგ თამაში ისევ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეოთხე პერიოდის მერე ანგარიში 65:56 იყო. ჯიკიჩმა წამყვანი კალათბურთელები დაასვენა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და 4 ქულით დაწინაურდა. თან ჯარიმების ლიმიტიც ამოვწურეთ. პარკეტზე ჩვენი ლიდერების დაბრუნების შედეგად სიტუაცია შეიცვალა და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. 

23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე რიდი იყო (პლუს 8 პასი), ბითაძემ 17 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა), სანაძემ 12, ბურჯანაძემ და ანდრონიკაშვილმა 11-11, ოჩხიკიძემ 7, მერკვილაძემ კი 6.

საქართველოს ნაკრები რიგაში 2 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.

← მთავარი