← მთავარი
საზოგადოება

გარდაიცვალა მუსიკოსი, ლეგენდარულ ანსამბლ "ორერას" სოლისტი გენო ნადირაშვილი

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გარდაიცვალა მუსიკოსი, ლეგენდარულ ანსამბლ

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, ლეგენდარულ ანსამბლ “ორერას“ სოლისტი გენო ნადირაშვილი. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “გარდაიცვალა ქართული ესტრადის ნამდვილი ლეგენდა ჩემი უფროსი ძმა გენო ნადირაშვილი. ნათელი და სანთელი მის სულს’, - წერს მუსიკოსი ენრიკო ჯანელიძე. “ჩემი უფროსი მეგობრები ასე ჩუმად მიდიან… მაგრამ ის ხომ ლეგენდა იყო, თავისი განუმეორებელი ხმის ტემბრით, მან ხომ ისტორია დაწერა და მასთან ერთად თითოეული დღე ნამდვილი დღესასწაული ხომ იყო იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ერთად მოვიდა აქამდე. ვნანობ, რომ ვერ შევუსრულე სტუმრობა, ბოლოს მთხოვა ამოდით ჩემთანო, ვერსად ვერ გავდივარო და თქვენ ამოდითო, მე და ჩემი ოპერატორი. დამირეკა ორჯერ კიდევ და ვერ მივედი მაინც”, - წერს ჟურნალისტი ეკა პატარაია, გენო ნადირაშვილი იყო ანსამბლ “ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი, სიცოცხლის ბოლომდე კი, ანსამბლის ხელმძღვანელი. ის ანსამბლ “ორერაში“ 1964 წელს “რეროდან“ მივიდა. უკრავდა კონტრაბასსა და საყვირზე. 2018 წელს, ფილარმონიის მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

← მთავარი