← მთავარი
სპორტი

გელა აფრასიძე ფრანგულ „ანგულემს” შეუერთდა

22 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
გელა აფრასიძე ფრანგულ „ანგულემს” შეუერთდა

საქართველოს ნაკრების ნომერ-ცხრა გელა აფრასიძე კარიერას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში — „ანგულემში” — გააგრძელებს. კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

მიმდინარე სეზონში აფრასიძე პირველი დივიზიონის „პერპინიანის” ღირსებას იცავდა: 15 მატჩში გამოვიდა, მაგრამ კატალონიური კლუბი რელეგაციის საფრთხის წინაშეა. „პერპინიანი” ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად ნაციონალ ლიგის ფინალისტს გადათამაშებაში დაუპირისპირდება.

„ანგულემმა” მეორე დივიზიონის რეგულარულ სეზონში 59 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა.

← მთავარი