← მთავარი
საზოგადოება

საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ 9%-ით გაიზარდა

22 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ 9%-ით გაიზარდა

ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com Home/ახალი ამბები/საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ 9%-ით გაიზარდა ახალი ამბები საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ 9%-ით გაიზარდაCivil.ge

Send an email

19/06/2026 - 17:42 1 minute readსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9%-ით გაიზარდა.  მშპ-ს დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის I კვარტალში 2.3%-ით განისაზღვრა.2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (36%), ტრანსპორტი და დასაწყობება (18%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5%).კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3%) და მშენებლობა (-2.0%).მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4%). შემდეგ პოზიციებს იკავებს  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10%),  დამამუშავებელი მრეწველობა (8.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2%), განათლება (6.5%), მშენებლობა (6.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9%).

← მთავარი