← მთავარი
პოლიტიკა

„ქართული ოცნების” ინიციატივა: სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების შეზღუდვა მოეხსნებათ

20 მაისი, 2026 · წყარო: civil.ge
„ქართული ოცნების” ინიციატივა: სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების შეზღუდვა მოეხსნებათ

საქართველოს სადავო პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ” კანონის ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, „სპეციალიზებული მაუწყებლები” — ისეთები, რომლებიც ძირითადად სპორტულ, გასართობ, შემეცნებით ან საგანმანათლებლო კონტენტს ამზადებენ — გათავისუფლდებიან უცხოური ძალის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაზე მოქმედი შეზღუდვისგან.

ცვლილება არ შეეხება ტელეარხებს, რომლებიც ახალ ამბებს ან სოციალურ-პოლიტიკურ გადაცემებს ამზადებენ — ამ ჟანრის მაუწყებლებზე შეზღუდვა ძალაში რჩება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციის გამკაცრებას: კომუნიკაციების კომისიას ეძლევა უფლება, კანონდარღვევის შემთხვევაში მაუწყებელს მიღებული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაარიცხვინოს. კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს.

← მთავარი