რას წერს გიორგი გახარია პარლამენტში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე
“ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. “ჩვენ პარლამენტში შევედით იმისთვის, რომ მოქალაქეები, მათ შორის ისინიც, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების წინაშე მარტო არ დაგვეტოვებინა, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და პარლამენტში განსხვავებული აზრის დასაფიქსირებლად ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა. ჩვენ ამ მისიის გზიდან არ გადაგვიხვევია. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა“, - წერს გახარია X-ზე.ს მისი თქმით, „დღეს, საქართველოში, ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს“. “ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ძალაუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ“, - აცხადებს გახარია. წაიკითხეთ ასევე:
“მოგვაქციეს ალყაში - მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას” - რას აცხადებენ გახარიას პარტიაში პარლამენტში სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე?