სპორტი
გატუზო „ლაციოს” ახალი მწვრთნელია — სარი „ატალანტაში” გადადის
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯენარო გატუზო „ლაციოს” ახალი მწვრთნელი გახდება. იტალიის ნაკრების ყოფილი კოუჩი მაურიციო სარის ჩაანაცვლებს, რომელიც „ატალანტაში” გადადის.
სარის ადგილს „ატალანტაში” რაფაელე პალადინო დაიკავებს.
„ლაციომ” წარსულ სეზონში სერია A 54 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა, „ატალანტამ” კი 59 ქულით მეშვიდე პოზიციაზე, რაც კლუბს კონფერენს ლიგაში მონაწილეობის უფლებას აძლევს.