გარდაბანში, სოფელ ბირლიკში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. კიდევ ერთი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს — მდგომარეობა მძიმეა. მანქანაში სულ 8 ადამიანი იჯდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით — სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით — დაიწყო.
ავარიაში დაღუპულთა შორის ორი ძმა გახლდათ.