← მთავარი
საზოგადოება

6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოვლინდა

3 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს.

2699 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 821 - ბათუმში, 694 - ქუთაისში, 361- რუსთავში.

3982 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 593 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 2634 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 1837 - მიკროავტობუსების, 101 სატვირთო ავტომობილების, 3 კი ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.

← მთავარი