← მთავარი
საზოგადოება

პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო

30 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა - ნახეთ ვიდეო

“უნდა არსებობდეს გზა, რომელსაც უწყვეტი განვითარებისკენ მივყავართ” - ეს 30 წლის წინადანდელი ხედვაა, რომელიც პირველმა საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, გალტ & თაგარტმა ბაზარს გაუზიარა.

1995 წლის ბოლოდან, კომპანია იქცა პირველ გზამკვლევად გლობალურ ფინანსურ სამყაროში. სამი ათწლეულის განმავლობაში, მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ინოვაციური ონლაინ-სავაჭრო პლატფორმები და დანერგა „მწვანე“ და მდგრადი ობლიგაციების გამოშვების პრაქტიკა ადგილობრივ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის სახელს უკავშირდება საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ქვეყანაში არაერთი ინოვაცია, მათ შორის:

2001 წელს მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზა.

2006 წელს დაიწყო ქართული კომპანიების მხარდაჭერა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე GDR-ების გამოშვებაში.

2014 წელს განახორციელა პირველი ობლიგაციების საჯარო განთავსება ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რითაც ახალი ეტაპი დაიწყო ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში.

2015 წელს Saxo Bank-თან პარტნიორობით, დანერგა საქართველოში პირველი მრავალაქტივიანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – G&T Trader.

2021 წელს DriveWealth-თან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ხელი შეუწყო  პირველი ქართულენოვანი საცალო საინვესტიციო პლატფორმის განვითარებას მობილბანკში.

2023 წელს  საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადი, გენდერული და sustainability-linked ობლიგაციების სტრუქტურირებასა და გამოშვებაში პიონერის როლი შეასრულა.

2024 და 2025 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

2026 წელს კი, Global Finance-ის თანახმად, ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი გახდა.

დღეს ”გალტ ენდ თაგარტი” საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უცვლელად რჩება მთავარ ინიციატორად, მხარდამჭერად და საიმედო პარტნიორად როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.

იხილეთ გალტ & თაგარტის ვიდეო:

https://www.facebook.com/reel/1668524817735062

← მთავარი