← მთავარი
სპორტი

პარაგვაელმა ფეხბურთელმა მუნდიალისას მოედანზე მსაჯს საათი "მოჰპარა"

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
პარაგვაელმა ფეხბურთელმა მუნდიალისას მოედანზე მსაჯს საათი

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში პარაგვაიმ თურქეთი მატიას გალარსას მიერ დებიუტში გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. 

„რივერ პლეიტის“ 24 წლის ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და როგორც შემდგომა გაირკვა, კინაღამ სალვადორელი მსაჯის ივან ბარტონის საათი მიისაკუთრა.

პირველი ტაიმის დასასრულს მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თურქი მცველი მერიჰ დემირალი შემთხვევით ბარტონს შეეხო, რომელსაც საათი მოძვრა, გალარსამ კი ხელზე გაიკეთა და მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში დაუბრუნა.  თეგები:თურქეთის ნაკრებიპარაგვაის ნაკრებიმატიას გალარსა(0) / (0)

← მთავარი