← მთავარი
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...

15 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...

რაც თემურ ქეცბაიას თბილისის “დინამოს” თავკაცობს, გუნდი მეორედ დამარცხდა, “გაგრამ” კი მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, ხოლო “დინამო” ჩემპიონატებში მიჯრით მეოთხედ დაამარცხა!   საინტერესო თამაში გამოვიდა, ბევრი მომენტით და გაგრელთა მეკარე ვორობეის საგმირო საქმეებით… ამ ყველაფერს ვიდეომიმოხილვაში ნახავთ და მსოფლიო ჩემპიონატით დარტვითულებს თავს აღარ შეგაწყენთ.   ბოლოს ხაზს გავუსვამთ წლევანდელი ჩემპიონატის ერთ თავისებურებას - გუნდები დონე არნახულად არის გათანაბრებული. ამას ადვილად დავინახავთ არა უშუალოთ თამაშებით, არამედ სატურნირო ცხრილითაც.   ერთი მხრივ, ეს კარგია - თითქმის ყველა მატჩი დაძაბული და არაპროგნოზირებადია, მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს გათანაბრება? სამწუხაროდ, ძლიერთა დასუსტების ხარჯზე.    შემდეგ ტურში, 18 ივნისს, თბილისის “დინამო” წყალტუბოს “სამგურალს” მიიღებს, ხოლო იმავე დღეს “გაგრა” სტუმრად შეხვდება ტყიბულის “მეშახტეს”.     გაგრა-დინამო (თბ) 2:1   1:0 ანდრეიჩუკი (9, ზოიძის პასით), 2:0 ფეიქრიშვილი (32, ცინცაძის პასით), 2:1 სანტუსი (84, დონკორის პასით)   გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე (ჩოჩია 68), პორფირიო, არსიჩი, სკრიპნიკი, ცინცაძე, ვანდერსონ სილვა, ზოიძე, ფეიქრიშვილი (ბორჟისი 62), ანდრეიჩუკი (დარსანია 76)   დინამო: ლორია, სანტუსი, კურდიჩი, კალანდაძე, ს. ხარებაშვილი, ნინუა (ონომა 85), ოსეი (დონკორი 69), ციკოლია (იორო 46), ხარაიშვილი, რამუში (სირაძე 46), ვაწაძე (დოლტმურზიევი 76)   არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილითეგები:გაგრაეროვნული ლიგადინამო (თბ)(1) / (0)

← მთავარი