← მთავარი
სპორტი

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და ჯასტინ გეიჯიმ თეთრ სახლში გამართული მთავარი ჩხუბის შემდეგ

15 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და ჯასტინ გეიჯიმ თეთრ სახლში გამართული მთავარი ჩხუბის შემდეგ

UFC-ის ჩემპიონს, ჯასტინ გეიჯის თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში უამრავი ფულადი ბონუსი აქვს მოპოვებული, თუმცა მათ შორის არცერთი არ ყოფილა ისეთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, როგორიც ახლახან, “UFC White House“-ში, ილია თოფურიას დამარცხების შემდეგ მიიღო.

მთავარ ბრძოლაში გეიჯიმ კარიერის საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა. მან აქამდე დაუმარცხებელ ილია თოფურიას მძიმე დარტყმები მიაყენა და დაამარცხა. ამ გამარჯვებით გეიჯიმ თავისი დროებითი ჩემპიონის ქამარი თოფურიას ტიტულთან გააერთიანა და დიდი ხნის ნატვრა აიხდინა - UFC-ის მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონი გახდა.

გამოჩენილი მებრძოლი სულისთვის გეიჯის არა მხოლოდ “საღამოს საუკეთესო ბრძოლის“ (Fight of the Night) ჯილდო გადაეცა, არამედ “საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ (Performance of the Night) ბონუსიც.

ამ ისტორიული “UFC White House“ ღონისძიებისთვის, ორგანიზაციამ “საღამოს საუკეთესო ბრძოლის“ ბონუსი ჩვეულებრივი 100,000 დოლარიდან 400,000 დოლარამდე გაზარდა, ხოლო “საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსი - 100,000-დან 425,000 დოლარამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ გეიჯიმ 825,000 დოლარი გამოიმუშავა.

როგორც საღამოს საუკეთესო ბრძოლის მეორე მონაწილე, ილია თოფურიაც მიიღებს სოლიდურ 400,000 დოლარს ე.წ. ნუგეშის პრიზის სახით. რაც შეეხება თავად ბრძოლის ჰონორარს, UFC-ს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია. სხვადასხვა მედია მხოლოდ ვარაუდობს, რომ თოფურიას საერთო შემოსავალი შესაძლოა $5–8.5 მილიონი ყოფილიყო, ხოლო გეიჯის - $4–6 მილიონის ფარგლებში, მაგრამ ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ნახეთ ასევე: ვინ არის ილია თოფურიას ვაჟის დედა, რომელსაც სპორტსმენი მედიისგან მალავდა და რა ფოტო გამოაქვეყნა პილარმა ილიას დედასთან ერთად, ბრძოლის წინა დღეს? “ვამაყობ ყველაფრით, ჩემო ძმაო“ - ალექსანდრე თოფურიას ემოციური პოსტი და ფოტოები “ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი… დამიჯერე… ეს ამბავი ჩვენს შორის შორს არის დასასრულისგან.” - ილია თოფურიას პირველი განცხადება მარცხის შემდეგ

← მთავარი