სპორტი
"ვიბრძოლებ თუ არა წელს?" - გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მედიაში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ UFC-ში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის რემატჩი უნდა შედგეს.
მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ წელს დიდი ალბათობით, აღარ იბრძოლებს.
“2026 წელს უკვე ორი ბრძოლა გავმართე და ვინც მიცნობს იცის, რომ წელიწადში ერთ ჩხუბზე მეტს ძალიან იშვიათად ვატარებ. უმძიმესი მომზადება გავიარე და წარმატების მისაღწევად ყველაფერი ჩავდე. ამის გათვალისწინებით ძალიან მიზერულია იმის შანსი, რომ წელს კიდევ ერთხელ ვიბრძოლო”, - განაცხადა გეიჯიმ.
შეგახსენებთ, ილია თოფურიასთან ბრძოლამდე და საჩემპიონო ქამრის მოპოვებამდე, ჯასტინ გეიჯიმ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის პედი პიმბლეტი დაამარცხა.თეგები:ჯასტინ გეიჯიილია თოფურია(1) / (2)