← მთავარი
მსოფლიო

საფრანგეთში პარაშუტისტების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა

28 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
საფრანგეთში პარაშუტისტების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენში, სამოქალაქო თვითმფრინავი  ჩამოვარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. 

თვითმფრინავი პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა. ადგილობრივი მაღალჩინოსნების ცნობით, შემთხვევას პილოტი და ათივე მგზავრი, 5 მოსწავლე და 5 ინსტრუქტორი, ემსხვერპლა. 

საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, BFM-თან საუბრისას რეგიონის პრეფექტმა, ივ სეგიმ თქვა, რომ თვითმფრინავი ნანსი-ესის ასაფრენი ზოლიდან აფრენიდან მალევე ”თითქმის ვერტიკალურად” დაეცა.

AFP-ს მიხედვით, სეგიმ თქვა, რომ შემთხვევას კოლატერალური ზიანი არ მოჰყოლია. 

დამოუკიდებელი ექთნების ორდენის მერთისა და მოზელის შტოს პრეზიდენტმა, თიერი პეშეიმ BFM-ს უთხრა, რომ დაღუპულ პარაშუტისტებს შორის ნახევარი ექთანი იყო.

← მთავარი