← მთავარი
საზოგადოება

Fractal Festival 2026 - საერთაშორისო კოლაბორაცია, რომელიც 17–19 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება

10 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
Fractal Festival 2026 - საერთაშორისო კოლაბორაცია, რომელიც 17–19 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება

17–19 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება Fractal Festival 2026 - საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც IONO Music (გერმანია), Tree of Life Festival (თურქეთი) და Fractal Festival (საქართველო)-ს კოლაბორაციით ტარდება.

ეს პარტნიორობა საქართველოში აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე ფესტივალურ კულტურასა და ადგილობრივ სცენას, რათა შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც მუსიკა, ხელოვნება და ადამიანები ერთ დიდ გამოცდილებად იქცევა.

სამი დღის განმავლობაში Fractal Festival სტუმრებს უმასპინძლებს ორ მუსიკალურ სცენაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული და ქართველი არტისტები Psytrance და House მუსიკის მრავალფეროვან ჟღერადობას გააცოცხლებენ.

ფესტივალი მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება არ არის - ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ყოველდღიურობას რამდენიმე დღით ტოვებენ, ახალ მეგობრებს იძენენ, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას, იცეკვებენ ღამის ცის ქვეშ და ქმნიან მოგონებებს, რომლებიც მათთან კიდევ დიდხანს რჩება.

სტუმრებს ელოდებათ მასშტაბური ვიზუალური ინსტალაციები, თანამედროვე განათება, არტ-სივრცეები, ჰოლისტური აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი კვების ზონა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ არტისტები გერმანიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და საქართველოდან, რაც Fractal Festival 2026-ს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ელექტრონული მუსიკის ფესტივალად აქცევს.

Fractal Festival 2026-ის მიზანია საქართველოში თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კულტურის განვითარება, საერთაშორისო კოლაბორაციების გაძლიერება და ისეთი ყოველწლიური ფესტივალის შექმნა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანებს.

17–19 ივლისი თბილისის ზღვის ტერიტორია

Fractal Festival 2026 - ადგილი, სადაც მუსიკა აერთიანებს, ენერგია არასოდეს ჩერდება და ყოველი სტუმარი საერთო ისტორიის ნაწილი ხდება.

← მთავარი