← მთავარი
სპორტი

[მატჩის შემდეგ] "ფლორას" მწვრთნელი: "შემდეგ ეტაპზე გასასვლელად პატარა სასწაული დაგვჭირდება"!.. | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მატჩის შემდეგ]

“ფლორას” და “იბერია 199-ის” მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ესტონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინ ვასილიევმა, და მასპინძელის გუნდის ფეხბურთელებმა…

კონსტანტინ ვასილიევი: “საწყისი 25 წუთი აშკარად ჩავაგდეთ, რადგან ძალიან მარტივ სიტუაციებში ვერ ვინარჩუნებდით ბურთს და მეტოქეს სრულად მივეცით ინიციატივა. “იბერია” ძლიერი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მასთან თამაში შესაძლებელია. საქართველოში ჩვენ ნორმალური შედეგით მივდივართ. გვაქვს გასვლის შანსი, მაგრამ ასეთი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ”. ვლადისლავ კრეიდა: “არ მინდა, პესიმისტად გამოვჩნდე, მაგრამ ის, რაც საწყის 25 წუთში ვნახეთ, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რატომ გვაქვს ჩემპიონატში ამდენი მარცხი. კარგია, რომ თანდათან გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ შინ უკეთ მოქმედება გვმართებდა. საშინაო შეხვედრა იყო და მეტოქეს ბევრის საშუალება მივეცით. წითელი ბარათის შემდეგ შეიძლებოდა უარესი სცენარით განვითარებულიყო მოვლენები. ასეთ შემთხვევაში, 2:3 მარცხი მისაღებია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ საქართველოში პატარა სასწაული დაგვჭირდება, შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეთ”. ევერტ გრიუნვალდი: “ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამხელა სხვაობაა ესტონეთის ჩემპიონატს და საერთაშორისო ასპარეზს შორის. ჩვენ უკვე მზად ვართ საპასუხო თამაშისთვის. აღარ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც დღეს დავუშვით. როცა ანგარიში გავათანაბრეთ, ვიფიქრე, რომ მოვიგებდით, მაგრამ ერთმა “სტანდარტულმა” ყველაფერი შეცვალა”.

← მთავარი