საზოგადოება
ვრცელდება გუშინ მომხდარი შემთხვევის კადრები - როგორ შევარდა ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა და ცეცხლმოკიდებული მიკროავტობუსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.
შემთხვევა გუშინ, 27 ივნისს მოხდა. “ჩემი ქალაქი მკლავს“ მომხდარის კადრებს აქვეყნებს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა. ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. იხილეთ ასევე:
თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - რა დეტალებია ცნობილი