← მთავარი
საზოგადოება

22 წლის მოდელი, რომელიც ირაკლი ფირცხალავასგან ორსულად არის, მომღერალთან "ლავსთორის" დეტალებს ფასიან არხზე ყიდის - მედია ახალ სკანდალზე წერს

6 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
22 წლის მოდელი, რომელიც ირაკლი ფირცხალავასგან ორსულად არის, მომღერალთან

ცნობილი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მორიგი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. ამჯერად ყურადღების მიზეზი მისი შემოქმედება არა, არამედ 22 წლის მოდელის, კატია ლუკიანოვას ხმაურიანი განცხადებაა. მოდელი ამტკიცებს, რომ მომღერლისგან შვილს ელოდება და საზოგადოებას პირად მიმოწერასა და დეტალებს უზიარებს.

მანამდე გავრცელებული ხმების გამო, რომ ფირცხალავა ყოფილ მეუღლეს შეურიგდა, საზოგადოებისთვის ეს სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ირკვევა, არტისტი ამჟამად თავისუფალი ცხოვრებით ტკბება, მიუხედავად იმისა, რომ მოდელი მათ საერთო შვილს ატარებს.

“მძიმე პერიოდს მარტო გავდივარ” – რაში ადანაშაულებს მოდელი მომღერალს?

ლუკიანოვას თქმით, მას ურთიერთობის გასაჯაროება არ სურდა, თუმცა მომღერლის ქცევამ აიძულა, დუმილის დაერღვია. მოდელმა გაარკვია, რომ სანამ ფირცხალავა გადატვირთულ გრაფიკსა და კონცერტებს იმიზეზებდა, რეალურად დროს სხვა ქალებთან ატარებდა.

“მიმაჩნია, რომ გინდ მომღერალი იყავი და გინდ ჩვეულებრივი მამაკაცი, ასე არ უნდა ექცეოდე მას, ვინც გიყვარს და ვინც შენგან ბავშვს ელოდება. ყველა მძიმე პერიოდს ახლა მარტო გავდივარ,“ – ჩივის ლუკიანოვა.

მან ფირცხალავასთან მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც მომღერალი მას საკმაოდ დამცინავად და გულგრილად პასუხობს: “თუ ბავშვი შენ არ გჭირდება, მე გამიჩინე. მერე კიდევ მადლობას მეტყვი, ასეთი ლამაზი და ნიჭიერი გოგო რომ მოევლინა ქვეყანას. მასიკ, ეგ ქალის ხვედრია - ჩემი გვერდით ყოფნაც კი ვერაფრით შეგიმსუბუქებს მაგ მდგომარეობას. ეგ ხომ შენი ორგანიზმის შიდა პროცესია? მე რომ შენ გვერდით ვიჯდე, მაინც შენ ერთს გეტკინება და ცუდად იქნები“.

სკანდალი, როგორც შემოსავლის წყარო

მას შემდეგ, რაც თემამ მედიაში რეზონანსი გამოიწვია, კატია ლუკიანოვამ ინფორმაციის უფასოდ გაცემა შეწყვიტა. მან დახურული, ფასიანი პლატფორმა შექმნა, სადაც მომხმარებლებს თვეში 990 რუბლის სანაცვლოდ ფირცხალავასთან რომანის, დაშორებისა და ორსულობის დეტალებს ჰპირდება.

მოდელის თქმით, ეს ფორმატი მათთვისაა, ვისაც „ზედმეტი ხმაურისა და დამახინჯების გარეშე“ სურს მისი ისტორიის თვალყურის დევნება. აღსანიშნავია, რომ მანამდე კატია ლუკიანოვას რეპერი ტიმატის სავარაუდო საყვარლადაც მოიაზრებდნენ, თუმცა მაშინ მოდელი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდა და აცხადებდა, რომ სურდა საზოგადოებას ის დამოუკიდებელ პერსონად აღექვა.

← მთავარი