პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვაErnests Gulbis03:51/25-06-2026+-“სპორტ ექსპრესის” ინფორმაციით, FIFA-მ რუსეთის 15-წლამდე ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები 22-დან 31 ოქტომბრამდე აზერბაიჯანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვა.
რამდენიმე წყარო ავრცელებს ცნობას, რომ რუსები საკუთარი დროშითა და ჰიმნითაც იქნებიან წარმოდგენილნი. სახელმწიფო დუმის დეპუტატი დიმიტრი სვიშჩევი ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.
“ეს ძალიან სერიოზული ამბავი და ჩვენი ფეხბურთელების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ, რომ ტურნირებზე ახალგაზრდებს დაუშვებდნენ, რა დროსაც ვხედავდით, თუ რა ამბავს ტეხდნენ ამ ამბავზე, როდესაც რაღაცას გვპირდებოდნენ.
სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან FIFA-მ და UEFA-მ. მჯერა, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და პირველი ნაბიჯი ჩვენი ზრდასრული ფეხბურთელების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნებისკენ”, - ციტირებს სვიშჩევს “სპორტ ექპრესი”.
შეხსენებისთვის, 2022 წლიდან რუსეთის ნაკრებები და კლუბები უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, დისკვალიფიცირებულნი არიან.(1) / (3)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ