ფერმენტირებული ინგრედიენტები კანის მოვლაში - კორეული ინოვაციური ბრენდი Manyo საქართველოშია
ჯანსაღი ინგრედიენტები და ჭკვიანი ფორმულები, რომლებიც იცავს და აღადგენს კანის ბარიერს და ფერმენტაცია, როგორც ინოვაცია ინდუსტრიაში - ეს კორეული პრემიუმ ბრენდი „მანიოა“ (Manyo), რომელიც საქართველოში პირველად PSP-ს K-Beautyს პორტფელს შეემატა.
კანის მოვლის თანამედროვე ინდუსტრიაში, სადაც სწრაფ ვიზუალურ ეფექტზე მეტად კანის სიჯანსაღე და გრძელვადიანი შედეგები ფასობს, სამხრეთ კორეული ბრენდები და მათ შორის Manyo ქმნიან ინოვაციურ ფორმულებს, რომლებიც რეალურ შედეგს იძლევა. Manyo-ს ფილოსოფია ეფუძნება კანის მიკრობიომის მხარდაჭერასა და ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას, რასაც ბრენდი მინიმალისტური ფორმულებითა და ფერმენტირებული აქტიური ინგრედიენტებით აღწევს. კანის მოვლის ინდუსტრიაში ფერმენტაცია ინოვაციური მიდგომაა, რადგან მისი მეშვეობით ფორმულები კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება.
რას ნიშნავს ფერმენტაცია და რატომ არის ის Manyo-ს მთავარი ხელწერა?
Manyo-მ გამოიკვლია, როგორ შეიძლება გაზრდილიყო ფორმულების ეფექტიანობა და რა საშუალებების გამოყენება იქნებოდა ამისთვის საუკეთესო გამოსავალი. შედეგად, ბრენდმა დაიწყო ინგრედიენტების ფერმენტაცია, რომლის დროსაც სასარგებლო მიკროორგანიზმები, მაგალითად, ბიფიდობაქტერიები, შლის ნივთიერებებს და მათ უფრო მცირე ზომის მოლეკულებად აქცევს. აღნიშნული პროცესი გულისხმობს ნივთიერებების წინასწარ გადამუშავებას, რათა კანის უჯრედებმა უკეთ აითვისოს. უფრო დეტალურად, ჰიალურონის მჟავის თუ სხვა აქტიური ნივთიერების დიდი მოლეკულები კანის ზედაპირზე რჩება და ღრმა შრეებში შეღწევა უჭირს, ფერმენტირებული ანუ დაქუცმაცებული კომპონენტები კი აღნიშნულ ბარიერს მარტივად გადალახავს, გაცილებით ღრმად შეიწოვება და უკეთეს შედეგს ვიღებთ.
ფერმენტაციის დამატებითი უპირატესობაა ინგრედიენტების „გაუვნებელყოფა“. კერძოდ, ფერმენტაციის შედეგად ნივთიერებები კარგავს აგრესიულ თვისებებს და ფორმულა, იქნება ეს შრატი, სახის დამატენიანებელი თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტი, ყველაზე მგრძნობიარე კანისთვის კი უსაფრთხოა, არ იწვევს გაღიზიანებას და აძლიერებს მის ბარიერს.
შესაბამისად, ფერმენტაციის პროცესი პირდაპირ პასუხობს Manyo-ს და ზოგადად, K-beauty-ს მიზნებს, კანმა სტრესის გარეშე მიიღოს გრძელვადიანი შედეგი და ჯანსაღი ბზინვარება.
ფერმენტირებული ინგრედიენტები Manyo-ს პროდუქტებში
Manyo-ს კანის მოვლის ფორმულებში თითოეულ ფერმენტირებულ კომპონენტს კონკრეტული დანიშნულება აქვს. ბრენდის მთავარ მიღწევებს შორის არის Bifida - ბიფიდობაქტერიების ფერმენტირებული კომპლექსი და Galactomyces - ფერმენტირებული საფუარის სოკოს ფილტრატი. თითოეული მათგანი განსხვავებულად მოქმედებს კანის მიკრობიომზე.
Manyo-მ ფერმენტირებული ინგრედიენტებით კანის მოვლის ოთხი მთავარი ხაზი შექმნა:
Bifida Biome-ის ხაზი - აღადგენს კანის ბარიერს, იცავს მიკრობიომს, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს და აძლიერებს მას. Bifida Biome Complex Ampoule აღნიშნული ხაზის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
Galactomy - ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს კანის ერთგვაროვან ტონსა და ბუნებრივ ბზინვარებას. ფერმენტირებული ინგრედიენტი - გალაქტომისისი ეფექტურად ებრძვის დაღლილობის ნიშნებს, ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს და აჯანსაღებს კანს. Galactomy-ს ხაზი აერთიანებს სწორედ იმ პროდუქტებს, რომელთაც ე.წ Glass Skin-ის ეფექტის შექმნა შეუძლია.
Pure Cleansing ხაზი - Manyo-ს ყველაზე ცნობილი აღიარებული გამწმენდი ზეთი (Pure cleansing oil) და ქაფი სწორედ ამ ხაზიდანაა. ისინი შექმნილია ფერმენტირებული მცენარეული კომპონენტებისა და ნაზი ნივთიერებების ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს კანის იდეალურ წმენდას ბარიერის დაზიანებისა და გამოშრობის გარეშე.
Glutathione-ის ხაზი - შექმნილია პიგმენტაციის, მუქი ლაქებისა და არათანაბარი ტონის მოვლისთვის. ძლიერი ანტიოქსიდანტისა და ფერმენტირებული ბაზის წყალობით, Glutathione-ის ხაზის პროდუქტები ეფექტურად ამცირებს ლაქებს და კანს უფრო ნათელ და ერთგვაროვან იერს ანიჭებს.
Manyo-ს ეკო-მეგობრული და სუფთა ფორმულები აერთიანებს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს და შექმნილია თანამედროვე დერმატოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით. უნიკალური ფერმენტირებული ინგრედიენტები აძლიერებს ფორმულებში გამოყენებული სხვა ინგრედიენტების - ნიაცინამიდისა და ჰიალურონის მჟავის მოქმედებას, ღრმად ატენიანებს და აჯანსაღებს კანს.
PSP-ში, სადაც წამყვან სამხრეთ კორეულ ბრენდებს, COSRX, Mizon, Round Lab და Missha-ს აღმოაჩენთ, ახლა უკვე Manyo-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. PSP საქართველოში K-Beauty-ს ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს გთავაზობთ.
Manyo-ს პროდუქტების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.