← მთავარი
საზოგადოება

2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ქართული ენა და ლიტერატურა2 ივლისი (პირველი და მეორე სესია);3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ოსური ენა2 ივლისი (პირველი სესია); უცხოური ენა6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა; მათემატიკა10 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია13 ივლისი (პირველი და მეორე სესია);14 ივლისი (პირველი სესია); ქიმია14 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება15 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)17 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)17 ივლისი (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება17 ივლისი (პირველი სესია); გეოგრაფია20 ივლისი (მეორესესია); ლიტერატურა21 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა22 ივლისი (პირველი სესია). მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი ნახეთ აქ.

← მთავარი