ევროპის საბჭო: 2025 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პატიმართა სიმჭიდროვით მეოთხეა
ევროპის საბჭოსა და ლოზანის უნივერსიტეტის 2025 წლის სისხლისსამართლებრივი სტატისტიკის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო პატიმრობის მაჩვენებლით აღმოსავლეთ ევროპაში მეოთხე ადგილზეა. 100 000 მცხოვრებზე 232 პატიმრით, ეს მაჩვენებელი ევროპის ინდექსით „ძალიან მაღლად” ფასდება.
რეგიონში ლიდერია თურქეთი (458), შემდეგ — აზერბაიჯანი (271), მოლდოვა (245) და საქართველო (232). დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი საგრძნობლად ჩამოუვარდებიან: ნორვეგია — 54, ნიდერლანდები — 55, ფინეთი — 58. გერმანია 69, დანია — 70, შვეიცარია — 77.
2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 8 592 ადამიანი იმყოფებოდა — ეს მაჩვენებელი განაჩენამდე, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებსაც მოიცავს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ „მსჯავრდებული” ცნება მოიცავს როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებს, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილებს — პირობით მსჯავრდებულებს, შინა პატიმრებს, ჯარიმისთვის გასამართლებულებს. 2025 წლის ბოლოსთვის პენიტენციურ სისტემაში 8 702 პირი იხდიდა სასჯელს.