← მთავარი
საზოგადოება

ევროკავშირი შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს

12 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ევროკავშირი შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს

ევროკავშირმა გულითადი მილოცვა გამოუგზავნა შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევის გამო.

„ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად”, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზს უსვამს ახალი პატრიარქის სულიერი ხელმძღვანელობის მნიშვნელობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

„იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს”, — ნათქვამია EU-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრება 12 მაისს გაიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში. ახალ კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი შიო მუჯირი გამოირჩა.

← მთავარი