← მთავარი
მსოფლიო

ევროვიზია 2026: ბულგარეთი პირველად იმარჯვებს — გამარჯვებული დარა და სიმღერა „Bangaranga”

17 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ევროვიზია 2026: ბულგარეთი პირველად იმარჯვებს — გამარჯვებული დარა და სიმღერა „Bangaranga”

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარელი პოპ-ვარსკვლავი, 27 წლის დარა გახდა — კონკურსის ფავორიტად არ მიჩნეული, ცეცხლოვანი პერფორმერი, რომელმაც „Bangaranga”-ს სიმღერით სასტიკ კონკურენციაში სრული უპირატესობა აჩვენა.

ბულგარეთი ევროვიზიის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

მეორე ადგილი ისრაელის, მესამე — რუმინეთის წარმომადგენელმა დაიკავა.

დარა ბულგარეთში ვარსკვლავური კარიერის მქონე პოპ-მუსიკოსია, გამოირჩევა უნიკალური ხმის ტემბრითა და სცენური ქარიზმით. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებია „Thunder”, „Call Me” და „Mr. Rover”.

საქართველოს წელს ჯგუფი „ბზიკები” წარადგენდა, თუმცა გუნდი ნახევარფინალის ეტაპზე გამოეთიშა კონკურსს.

← მთავარი