ევროსტატი: 2025 წელს ევროკავშირიდან გაბრუნებული ქართველების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა
2025 წელს ევროკავშირიდან 10 475 ქართველი დაუბრუნდა სამშობლოს — ეს ციფრი ევროსტატის ახლა გამოქვეყნებულ მონაცემებშია. გაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო ბლოკიდან მეორე ადგილზეა: პირველია თურქეთი 13 405 გაბრუნებული მოქალაქით.
ევროსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, „მესამე ქვეყანაში გაბრუნება” ნიშნავს, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა, ოფიციალურად დატოვა ბლოკი.
2025 წელს ევროკავშირი-ს მასშტაბით სულ 135 460 ადამიანი გააბრუნეს — 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ქართველებსა და თურქებს შემდეგ ყველაზე მეტი გაბრუნებული სირიიდანაა (8 370), ალბანეთიდან (8 020) და რუსეთიდან (5 725).
2023 და 2024 წლებში საქართველო პირველ ადგილს ინარჩუნებდა: 2024-ში ევროკავშირმა 12 050 ქართველი დააბრუნა, 2023-ში — 10 360.
ევროკავშირის გარე საზღვრებზე შეშვებაზე უარის ოდენობითაც საქართველო შეუმჩნეველი არ ყოფილა: 2025 წელს ქართველ მოქალაქეებს 4 785-ჯერ უთხრეს „არა” — მეშვიდე ადგილი ამ კატეგორიაში. უარის 3 635 შემთხვევა საჰაერო საზღვარს, 1 125 — სახმელეთოს, 25 — საზღვაო გადასასვლელს ეხება. შეშვებაზე უარის მხრივ ლიდერობენ უკრაინის, ალბანეთისა და მოლდოვის მოქალაქეები.
საერთო ჯამში, ევროკავშირში 2025 წელს შეშვებაზე 132 600 პირს ეთქვა უარი — 7,1%-ით მეტი 2024 წელთან შედარებით.