ევროკავშირისა და საქართველოს ოფიციალური პირები ივნისში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგს გამართავენ
საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალური პირები 11 ივნისს უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის მიზნით შეხვედრას გეგმავენ იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელმა არაერთხელ გააფრთხილა თბილისი, რომ ეს ზომა, რომელიც ამჟამად ოფიციალურ პირებზე ვრცელდება, შესაძლოა მთელს ქვეყანას შეეხოს.რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაგეგმილი დიალოგის შესახებ პირველად 5 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია და ის შეაფასა როგორც „მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ“. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ზომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2027 წლის იანვარში მიიღებენ, მას შემდეგ, რაც ევროკომისია დეკემბერში ვიზების შეჩერების ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.რადიო თავისუფლების ქართული სამსახური იტყობინება „ბრიუსელში წყაროებზე“ დაყრდნობით, რომ შეხვედრის მიზანია თბილისს აგრძნობინოს, რომ „საქმე სერიოზულად არის“. გამოცემის თქმით, 11 ივნისის შეხვედრა განიხილება, როგორც „ბოლო გაფრთხილება“.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ შეხვედრა 11 ივნისს ბრიუსელში ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით გაიმართება და აღნიშნა, რომ ეს პირველი ასეთი შეხვედრაა, რომელიც ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციით გათვალისწინებული დიალოგის ფარგლებში მესამე ქვეყანასთან შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში გაიმართება.სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი გიორგი ტაბატაძე უხელმძღვანელებს.(რეგულაციის მე-8(6-ა) მუხლის თანახმად, „შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით“.გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურმა პირმა რიკარდ იოზვიაკს უთხრა, რომ იმედი აქვთ, რომ თბილისი გამოუშვებს „ვინმე შესაბამის ადამიანს, ისეთს, ვისთანაც კონსტრუქციული საუბარი იქნება შესაძლებელი“.This post is also available in:
English Tagsევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა უვიზო რეჟიმი
Copy URL URL Copied