EU-სა და ირლანდიაში, EU-ის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე, 1 ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
ახალი 3-ევროიანი გადასახადი თუ რეგულარულად ყიდულობთ იაფ ტანსაცმელს, გაჯეტებს, სილამაზის პროდუქტებს ან საყოფაცხოვრებო ნივთებს ონლაინ, საბაჟო გადასახადის ცვლილებამ მალე შეიძლება შესამჩნევი ცვლილება მოახდინოს. 1-ელი ივლისიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან (ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) გამოწერილ ყველა იმ ამანათზე, რომლის ღირებულებაც 150 ევრომდეა, დაწესდება “3 ევროს” ოდენობის საბაჟო მოსაკრებელი. აქამდე 150 ევრომდე ნივთები მსგავსი ბაჟისგან თავისუფალი იყო. გადასახადი ითვლება ნივთების ტიპების მიხედვით. 3 ევრო გერიცხებათ არა მთლიანად ერთ ამანათზე, არამედ შიგნით მოთავსებული ნივთების კატეგორიებზე. მაგალითად: თუ ერთ ამანათში დევს 1 კალამი და 1 რვეული, მოგიწევთ 6 ევროს გადახდა (პლუს დღგ). მაგრამ თუ დევს 2 ერთნაირი კალამი, ეს ერთ ტიპად ითვლება და მხოლოდ 3 ევროს იხდით. თუ ნივთი არ მოგეწონებათ და უკან დააბრუნებთ გამყიდველთან, გადახდილი 3-ევროიანი საბაჟო მოსაკრებელი არ დაგიბრუნდებათ, გამონაკლისია მხოლოდ წუნდებული ნივთი.