← მთავარი
სპორტი

მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ

30 სექტემბერი, 2026 · წყარო: sportall.ge
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები

ერთა ლიგაზე A ჯგუფის მეოთხე ტურში იტალიის ნაკრებმა გასვლაზე თურქეთი 4:1 გაანადგურა. “სკუადრა აძურას” რიგებში აღნიშნულ შეხვედრაში ძმებმა სებასტიანო და ფრანჩესკო ესპოზიტოებმა იასპარეზეს.

“სასუოლოსა” და “ინტერის” წევრები ისტორიაში გახდნენ მეოთხე ფეხბურთელი ძმები, რომელბმაც ერთ შეხვედრაში იტალიის ნაკრების ფორმა მოირგეს.

2000 წელს ფილიპო და სიმონე ინძაგიმ ეს ორჯერ გააკეთეს, ალდო და ლუიჯი ჩევენინიმ 1915 წელს, ჯუზეპე და ფელიჩე მილანომ კი 1912/13-წლებში სამჯერ.

შეხსენებისთვის, თურქეთთან აღნიშნულ დაპირისპირებაში ფრანჩესკო ესპოტიზომ გოლი და ასისტი მიითვალა.

← მთავარი