← მთავარი
სპორტი

[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ესპანეთმა ავსტრიას 3:0 სძლია და ზედიზედ მესამედ გავიდა მერვედფინალში.

„ფურია როხა“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, კუკურელიას გოლი კუბარსის მეკარე შლაგერზე უხეშობის გამო არ ჩაითვალა, თუმცა ოიარსაბალმა მაინც გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ მეტოქის კარი პორომ დალაშქრა, ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და დე ლა ფუენტეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ესპანეთი მერვედფინალში პორტუგალიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ინგლვუდი. „სოუ ფაი“

ესპანეთი - ავსტრია 3:0

გოლები: 1:0 ოიარსაბალი (36), 2:0 პორო (66), 3:0 ოიარსაბალი (89)

იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ

კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს

[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!

← მთავარი