← მთავარი
სპორტი

[VIDEO] ესპანეთმა მერინოს კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - რონალდოს პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] ესპანეთმა მერინოს კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - რონალდოს პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მეოთხედფინალში.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, უფრო სახიფათო მომენტებს ესპანელები ქმნიდნენ. ოიარსაბალმა დიოგუ კოშტასთან პირისპირ გასვლისას ვერ გაიტანა. შემდეგ მან იამალის და ბაენას დარტყმული ბურთები მოიგერია. ხელსაყრელი პოზიციიდან ოლმომაც ვერ უწია მიზანს. სამი შანსი პორტუგალიელებს ჰქონდათ, ორჯერ რონალდომ უნაი სიმონს ვერ აჯობა, მენდეშის დარტყმული ბურთი კი პოროსგან რიკოშეტით ხარიხას მოხვდა.

შესვენების შემდეგ მენდეშმა, რომელიც იამალს მეურვეობდა, ტრავმა მიიღო და სემედომ შეცვალა. თამაში უფრო ფრთხილი, ნაკლებად სანახაობრივი გახდა და მაინც შეძლო „ფურია როხამ“ გამარჯვების მოპოვება - ფერან ტორესის პასით მერინო დიოგუ კოშტასთან ერთი ერთზე გავიდა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

ესპანეთი მეოთხედფინალში აშშ-სა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი”

პორტუგალია - ესპანეთი 0:1

გოლი: მერინო (90+1)

← მთავარი