მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ესპანეთმა ავსტრიას 3:0 სძლია და ზედიზედ მესამედ გავიდა მერედფინალში.
„ფურია როხა“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, კუკურელიას გოლი კუბარსის მეკარე შლაგერზე უხეშობის გამო არ ჩაითვალა, თუმცა ოიარსაბალმა მაინც გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ მეტოქის კარი პორომ დალაშქრა, ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა და დე ლა ფუენტეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ესპანეთი მერვედფინალში პორტუგალიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ინგლვუდი. „სოუ ფაი“
ესპანეთი - ავსტრია 3:0
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (36), 2:0 პორო (66), 3:0 ოიარსაბალი (89)
- ოიარსაბალმა მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- უნაი სიმონმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ესპანელ მეკარეთა შორის კასილიასის მიერ გაუშვებელი გოლების 476-წუთიანი რეკორდი დაამხო.
- კუკურელიამ დღევანდელ შეხვედრაში 2 საგოლე პასი მიითვალა.