ისტორიული ფაქტი — ესპანეთის მუნდიალის განაცხადში „რეალის” ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ 25 მაისს გამოაცხადა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 26-კაციანი განაცხადი. მასში „რეალ მადრიდის” ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა — ეს ესპანეთის ნაკრების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
შემადგენლობა:
მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი), უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო), ჟოან გარსია (ბარსელონა).
მცველები: პაუ კუბარსი, ერიკ გარსია (ბარსელონა), მარკ კუკურეია (ჩელსი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), პედრო პორო (ტოტენჰემი), მარკოს ლორენტე, მარკ პუბილი (ატლეტიკო მადრიდი), აიმერიკ ლაპორტი (ატლეტიკ ბილბაო).
ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), პედრი, გავი, ფერან ტორესი, დანი ოლმო (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ), ალექს ბაენა (ატლეტიკო მადრიდი).
შემტევები: მიკელ მერინო (არსენალი), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი (ატლეტიკ ბილბაო), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ბორხა იგლესიასი (სელტა ვიგო), ვიქტორ მუნიოზი (ოსასუნა).