← მთავარი
სპორტი

გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა

11 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა

კურტუას ტრავმა საბედისწერო აღმოჩნდა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა ბელგიას 2:1 მოუგო და 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში.

პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და გოლით დაგვირგვინდა, როდესაც ოლმოს დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ფაბიან რუისმა დაასწრო. ესპანელებმა შეტევები გააგრძელეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - უნაი სიმონის კარი თავურით დე კეტელარემ დალაშქრა, რომელმაც აშშ-სთან მერვედფინალში დუბლი შეასრულა.

შესვენების შემდეგ „ფურია როხამ“ იერიშები უშედეგოდ გააგრძელა, მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ ფაბიან რუისის და ბაენას ნაცვლად მოედანზე პედრი და ტორესი შეუშვა. კურტუამ კიდევ ორჯერ გადაარჩინა ბელგიელები, ტრავმა მიიღო და ლამენსმა შეცვალა. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მერინომ გამარჯვება ესპანეთს მოუპოვა - კუბარსის შორიდან დარტყმული ბურთი ლამენსმა კარგად ვერ მოიგერია და მიკელმა მისი შეცდომით ისარგებლა. შეგახსენებთ, მან მერვედფინალში პორტუგალიასთან ერთადერთი გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა.

14 ივლისს, ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ინგლვუდი. „სოუ ფაი“

ესპანეთი - ბელგია 2:1

გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (30), 1:1 დე კეტელარე (41), 2:1 მერინო (88)

← მთავარი