ისრაელის მოქალაქე, დაბადებული ეთიოპიაში... ვინ არის ბათუმის "დინამოს" ახალწვეული?
ისრაელის მოქალაქე, დაბადებული ეთიოპიაში… ვინ არის ბათუმის “დინამოს” ახალწვეული?ბათუმის “დინამოში” კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელია - ავაკა ეშეტე, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ისრაელის მოქალაქე, დაბადებული - ეთიოპიაში. მან სამედიცინო შემოწმება სამშობლოში გაიარა, რის შემდეგაც ზღვისპირელებთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ბათუმელთა ახალწვეულმა პირველი კომენტარიც გააკეთა: “ბედნიერი ვარ “დინამოში” გადმოსვლით. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. პირველად ვითამაშებ ისრაელის საზღვრებს გარეთ და ვფიქრობ, წინ საინტერესო თავგადასავალი გველის”, - უთხრა ეშეტემ Dinamobatumi.com-ს. ავაკა იერუსალიმის “ჰაპოელის” აღზრდილია და პროფესიული კარიერაც მხოლოდ ამ კლუბში აქვს გატარებული. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. ამ ხნის განმავლობაში მან “ჰაპოელის” მაისურით 229 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იყო ამ გუნდის კაპიტანიც. ახალწვეულის ტრანსფერი 22 ივნისს (ამ დღეს იხსნება საქართველოში სატრანსფერო “ფანჯარა”) დარეგისტრირდება და სწორედ ამის შემდეგ მიეცემა ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის უფლება.მასალის გამოყენების პირობებიტეგები:ავაკა ეშეტეახალწვეულიდინამო ბათუმიმკითხველის კომენტარები / 0 /გააკეთე კომენტარი