„ერთი დრაკონი“ და ჩინური ტურიზმი - რას კარგავს საქართველო?
სქემით, რომელსაც რადიო თავისუფლებას აღუწერენ, ზარალდებიან არა მხოლოდ ადგილობრივი გიდები, არამედ მთლიანად მომსახურების სფერო და საქართველოს ბიუჯეტიც.ჩინელების ტურისტულ ჯგუფებს საქართველოში ხშირად თავიანთივე ტურლიდერები მოჰყვებიან, რომლებიც გიდობასაც ითავსებენ;ტურისტები დაჰყავთ ჩინურ სასტუმროებში, კვების ობიექტებში, მაღაზიებში.ფული ანგარიშსწორების ჩინურ არხებში [WeChat, Alipay] ტრიალებს და რადგან ეს სისტემები საქართველოში არ არის დანერგილი - ფული გვერდს უვლის საქართველოს საბანკო სისტემას - იმალება გადასახადებიც.„ერთი დრაკონის მოდელის“ [“ერთი დრაკონის სისტემა”] სახელით ცნობილი მონოპოლისტური სქემების შესახებ საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციამ მთავრობასაც აცნობა.თუმცა შეკითხვა - ამოწმებს თუ არა შრომის ინსპექცია ამ ცნობებს და თუ კი - როგორ? - უპასუხოდ რჩება. რადიო თავისუფლებას არც ინსპექტირებაზე დასწრების ნება დართეს.1 მაისიდან შეიცვალა კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ და მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება. ბინადრობის არმქონე უცხოელებს მუშაობა აეკრძალათ გიდებად, ტაქსის მძღოლებად და კურიერებად; №70-ე დადგენილებით მთავრობამ მათ წლიური ნულოვანი კვოტა დაუწესა. მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც საქართველოში - მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. კანონდარღვევაზე დაწესდა მაღალი ჯარიმები.კონტროლი შრომის ინსპექციას ევალება - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ სსიპ-ს.ჩინელი ტურისტები საქართველოშისაქსტატის თანახმად, ბოლო წლებში ჩინელი ვიზიტორების რიცხვი თვალსაჩინოდ იზრდება. ეს მონაცემი გასამმაგებულია 2023 წლიდან, როცა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა და სავიზო შეზღუდვაც მოიხსნა.
ჩინელების ჯგუფები საქართველოში ყველა სეზონზე ჩამოდიან, მაგრამ, როგორც გიდები გვეუბნებიან, განსაკუთრებული სიმრავლეა მაისი-ოქტომბრის შუალედში. ქართველი გიდები კი, ტურების იოლად შოვნის ნაცვლად, პირიქით სამუშაოს ნაკლებობას უჩივიან.არ გამართლდა მათი მოლოდინი, რომ 1 მაისიდან სახელმწიფო მათ არაკეთილსინდისიერ კონკურენტებს ჩამოაშორებდა და სამუშაოც მეტი ექნებოდათ.“ჩინელი ტურისტების ჯგუფს თუ ხედავთ, თითქოს გიდის გარეშე - დიდი ალბათობით, არც ჰყავთ ქართველი გიდი. ჯგუფის წევრებს შორის ჩინელი გიდიც - ტურისტივით მოძრაობს”;“ხშირად ისინი ჩინურის გარდა, არცერთ უცხო ენას არ ფლობენ”.ქართველი გიდები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კონკურენტებს ისევ აქვთ სამუშაო - თბილისშიც და რეგიონებშიც, განსაკუთრებით - ლაგოდეხში, სადაც ისინი აზერბაიჯანიდან სახმელეთო გზით შემოდიან.თბილისში ჩინელი ტურისტების სიმრავლე შეიმჩნევა და ტურებს, მათ შორის - ჩინელი გიდებიც უძღვებიან. რადიო თავისუფლებას შეხვდნენ მუდმივი ბინადრობის უფლების არმქონე გიდებიც - “ჩინურმა კომპანიის მიერ დაქირავებული”. რამდენიმემ გვითხრა, რომ ქართველზეა დაქორწინებული.
ჩინელი ტურისტები თბილისში
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:01:00
0:00
„არსებობს ჩინური კომპანიები, რომლებიც მონოპოლიური დაბალ ფასად ყიდიან ტურებს და მათ არ აწყობთ ქართველი გიდები, რადგან თავიანთ გიდებს “კაპიკებს” უხდიან…” - საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, თავადაც გამოცდილი ჩინურენოვანი გიდი, ელზა ბებია პრობლემებს არ მალავს - “ვხედავთ, რომ [ეს ჯგუფები] რჩებიან ჩინურ სასტუმროში, ჩინურ რესტორნებში შედიან, ტრანსპორტიც მათია [თავიანთი ავტობუსებიც ჰყავს რამდენიმე კომპანიას], არაფერს ყიდულობენ სხვაგან - ერთ ბოთლ ღვინოსაც კი. გიდები ჰყავთ - ასევე თავისი. ფულს არ ხარჯავენ ქვეყანაში“.ელზა ბებია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, ჩინელი გიდების მონაწილეობით - საქართველოში ფეხი მოიკიდა მსოფლიოში ცნობილმა სქემამ - „ერთი დრაკონის მოდელმა“ და „ნულოვანი ფასის“ ტურიზმმა, რომელიც ქვეყანას შემოსავლის გარეშე ტოვებს.ამ დროს ფულს იხდიან ჩინური ციფრული სისტემებით, მათ შორის - WeChat Pay-თ და ასე უვლიან გვერდს ქართულ საბანკო სისტემას.WeChat-ი ჩინური აპლიკაციაა, რომელიც არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ - ფულის გადარიცხვის, ყიდვისა თუ გადასახადების გადახდის შესაძლებლობას იძლევა. ფული რეალურად ჩინურ ბანკებს შორის მოძრაობს, იუანში (CNY) და არ არის საჭირო ვალუტის კონვერტაცია. ეს სისტემები საქართველოში არ არის ნებადართული და არ არის ინტეგრირებული საქართველოს საფინანსო სისტემასთან.იცის თუ არა საქართველოს სახელმწიფომ ამის შესახებ?იცის თუ არა, რამხელა ფული უვლის გვერდს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო ბიუჯეტს?რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მაისის შუა რიცხვებში მიმართა. პასუხი არ მიგვიღია.
ელზა ბებია
„არ მგონია, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ინფორმაცია „ერთი დრაკონის სისტემაზე“, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენ პირადად ვუთხარით - ასეთი მონოპოლიური სქემების შესახებ ინფორმაცია დაბეჭდილი სახითაც გადავეცით მთავრობას [ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია]. აქვს მთავრობას ეს ინფორმაცია“, - გვეუბნება ელზა ბებია.სმენიათ თუ არა WeChat Pay-ის ანგარიშსწორების ჩინური პრაქტიკის შესახებ ეროვნულ ბანკში?რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით ქვეყნის მთავარ საფინანსო რეგულატორსაც მიმართა. პასუხი არ მიგვიღია.
ჩინელი ტურისტები თბილისში
“მშრალზე დატოვება”პრობლემებზე რადიო თავისუფლებასთან არაერთი ადგილობრივი გიდი ლაპარაკობს, თუმცა უმეტესობამ ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.გვეუბნებიან, რომ: მონოპოლისტი ჩინური კომპანიები მათ უკვე შეთანხმებულ ტურებსაც უუქმებენ და პირდაპირაც ეუბნებიან, რომ მათ არ სჭირდებათ ქართველი გიდები და მათ გარეშეც მშვენივრად მუშაობენ.
ჩინელი ტურისტების ჯგუფი ანანურში
by რადიო თავისუფლება
No media source currently available
0:00
0:00:10
0:00
როგორც ჩინურენოვანი სერტიფიცირებული გიდი მაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათი „მშრალზე დატოვების“ პროცესი თანდათან იკრებდა ძალას და ეს, შარშან და შარშანწინ, ჩინელ ტურისტებთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ტურლიდერებსაც ეტყობოდათ.„ჩინეთიდან ჩამოსული ტურლიდერები როდესაც ხედავდნენ, რომ ქართველი გიდი კარგად ატარებს ტურს - ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რომ კომპანიასთან გიდს საქმე გაჰფუჭებოდა. ჩემს ამბავს მოვყვები. ბათუმის ბულვარში გაწერილი ჰქონდათ ერთი საათი, ტურისტებს სურდათ და მივეცი ორი საათით დარჩენის უფლება… მაგრამ ტურლიდერმა დარეკა ჩინურ კომპანიაში - დროის დამატება კიდევ გვინდა და გიდი უფლებას არ გვაძლევსო… ტურლიდერები გიდებს კარნახობდნენ - როგორ დაეგეგმათ ტური“, - მაია იხსენებს არაერთ სხვა შემთხვევას, როდესაც ჩინელი ტურლიდერი ქართველ გიდს დირექტივებს აძლევდა და, ჩინური კომპანიის ზურგით, თავისი გაჰქონდა, თუმცა - ბოლოს, ამ კომპანიის ქართველი პარტნიორებისგან შენიშვნას არა ჩინელი ტურლიდერი, არამედ - ქართველი გიდი იღებდა.მაია იხსენებს ასევე, თუ როგორ აიძულებდნენ ტყუილის თქმასაც - მაგალითად, როდესაც იაფი ტურის განრიგში ჩინურმა კომპანიამ ვარძიის დათვალიერება “თვალის ასახვევად” შეიტანა, მაგრამ ბილეთებზე ფული არ გამოყო. მაიას დაავალეს, რომ ჯგუფისთვის ვარძია შორიდან ეჩვენებინა და ეთქვა - რომ ახლა დაკეტილია. ტურისტებს კი შესვლა უნდოდათ, რადგან გიდისგან ვარძიის შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს.„რა თქმა უნდა ტყუილი არ ვუთხარი იმ ხალხს - ვერ ვეტყოდი, რომ ვარძია დაკეტილია და ამიტომ ვერ შევიდოდნენ“, - ამბობს მაია.
საქართველოში ტურისტული გიდების, ტუროპერატორების, ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყო. დღემდე ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში.ელზა ბებია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ადგილობრივი ჩინურენოვანი გიდების დეფიციტია; აზუსტებს, რომ ჯერ მარტო მათ ასოციაციაში 25 სერტიფიცირებული ჩინურენოვანი გიდია; ხოლო საქართველოში - 100-ზე მეტი.
ჩინელი ტურისტები თბილისში
„ერთი დრაკონის“ კვალიჩინური „ერთი დრაკონის“ სისტემის კვალი სხვადასხვა დროს, ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში გამოიკვეთა.სხვადასხვა წყარო აღწერს - „ჩაკეტილ წრეს“ - როცა მონოპოლისტი კომპანია მართავს მომსახურების ყველა ეტაპს ტურისტული ჯგუფების მარშრუტზე.ტურისტები მიზანმიმართულად დაჰყავთ ჩინურ რესტორნებში, მაღაზიებში - სადაც WeChat-ით ან სხვა არაფორმალური არხებით შეიძლება ფულის გადახდა, ფასები კი ამ ობიექტებში ხელოვნურად არის გაზრდილი.ასეთ დროს ტურისტული ნაკადები და ფინანსები ძირითადად მხოლოდ ჩინურ კომპანიებს შორის მოძრაობს, ჩინური საფინანსო არხების გავლით; მასპინძელი ქვეყანა კი შემოსავლის გარეშე რჩება.მონოპოლისტი ტუროპერატორები დაბალფასიანი ტურების შეთავაზებას, მათ შორის - “ჩრდილოვანი ბრუნვის” ხარჯზე ახერხებენ. ეს ზიანს აყენებს ადგილობრივ კონკურენტებს - რომლებსაც ყველა გადასახადის გადახდა უწევთ.2025 წელს, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო - ტაილანდში, ჩინელი გიდი ტურისტებს ემუქრება, რომ თუ მითითებულ მაღაზიებში არ ივაჭრებენ, მათ ავტობუსში არ აუშვებს.სხვადასხვა წყაროს ცნობებით, ტაილანდმა და აზიის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ აკრძალა არალიცენზირებული უცხოელი გიდების საქმიანობა და მკაცრი კონტროლი დააწესა ტურისტულ მარშრუტებსა და მომსახურებებზე.ევროკავშირის ქვეყნებში ფინანსური პოლიცია არცთუ იშვიათად ატარებს სპეცოპერაციებს, აყადაღებს ჩინურ რესტორნებსა თუ სასტუმროებს - რომლებიც სავარაუდო ფულის გათეთრებისა და გადასახადების დამალვის სქემებში მონაწილეობენ.